Monday, May 10, 2010

მწერლობა - შენს მიღმა არსებული შესაძლებლობათა რეალიზება


‘’მწერლობა რომ არა, ალბათ ოპერის მომღერალი ვიქნებოდი. იმიტომ, რომ ოპერა ძალიან მიყვარს. ან ვიქნებოდი დირიჟორი, მხატვარი. სულაც ისტორიის მასწავლებელი. არ ვიცი კიდევ რა შეიძლება ვყოფილიყავი. ა, რეჟისორი, თეატრის რეჟისორიც ვიქნებოდი. აი ასე, რამდენიმე ამბავი ვიქნებოდი’’, – ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.

მწერლობა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისი აზრით, ეს სფერო ყველა ამ კომპონენტს აერთიანებს.
”ლიტერატურაში რაღაცნაირად შეიძლება მოხდეს კომპენსირება იმ ყველაფრისა, რაც რეალურად არ გაქვს, ან რაც არ გამოგივიდა. მწერლობა - შენს მიღმა არსებული შესაძლებლობათა რეალიზებაა”.

მისი ახალი რომანი ‘’ლიტერატურული ექსპრესი’’-ც სწორედ ამაზეა. პერსონაჟზე, რომელსაც რეალურად ხელიდან დაუსხლტა საყვარელი ადამიანი და თითქოსდა ბედისწერის არჩევანის დროს სხვა გზა აირჩია. შემდეგ ეს აისახება მის საქმეში, ლიტერატურაში და ტექსტებშიც.
წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. როცა მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ეს საქმე ართობდა და სიამოვნებდა 17-18 წლის იყო.
‘’მაშინ როცა ჩემი პირველი პიესა ვნახე დადგმულული და ჩემი დაიბეჭდილი ტექსტები წავიკითხე გავუცხოვდი. მივხვდი, რომ ეს რაღაცა სხვა ამბავია...

_ დიდი მწერლების ნაწარმოებმა თუ იქონია თქვენზე გავლენა?
_ ცხადია. ვფიქრობ, რომ წერის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, კითხვის სიყვარულია. ბევრი ინსტიქტი სწორედ სხვათა ტექსტებიდან მოდის. მეც მსურდა, მიმებაძა მათთვის. დიდი მწერლები ფორმის მოძებნაში გეხმარებიან. საბოლოოდ კი ამ გავლენებიდან შენი საკუთარი ხმა გამოიწრთობა. ძალიან ბევრი მწერალია ისეთი, რომლის წიგნის წაკითხვის მერე ვიფიქრე, რომ ნეტა ეს დამეწერა-მეთქი. მქონია შემთხვევა მიფიქრია, ეს ზუსტად ჩემნაირად ფიქრობს, ისე, როგორც მკითხველი. გენიოსის თვისებაც სწორედ ეს არის. შენ გგონია, რომ აბსოლუტურად შენ ხმაზე ლაპარაკობს.

_ მწერალს შეუძლია თავისუფალი იყოს თავისი ნაწარმოების, ჟანრის, თემის, სტილის შერჩევაში, მაგრამ არ შეიძლება ცხოვრობდე საზოგადოებაში და თავისუფალი იყო საზოგადოებისაგან. როგორია საზოგადოების გავლენა და რამდენად თავისუფალი ხართ წერისას?
_ არ არსებობს ალბათ მწერალი, რომელიც ვერ გრძნობდეს რაღაც უხილავ მკითხველს, როგორც სუბიექტის არსებობას შენს გვერდზე. არ ვიცი როგორ წერდა კაფკა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ მისი ტექსტები არ დაიბეჭდებოდა. სიკვდილის წინ მეგობარს კიდეც დაუბარა დაწვიო, თუმცა საბედნიეროდ მან ეს ანდერძი არ აღუსრულა. არ ვიცი ასეთი ტიპის მწერალი რას გრძნობს მარტოობაში, მაგრამ როგორც წესი წერის დროს შენ მაინც აღიქვამ, რაღაც უხილავ ყურადღებას.

_ როგორი გარემო უნდა იყოს რომ წერის განწყობა შეგექმნას?
_ მარტოობა და სიმშვიდე. ეს რთული სფეროა. კარები უნდა გამოხურო. დარჩე შენ თავთან, შენ ფურცლებთან და უნდა წერო. ყველაზე კომფორტულად წერ დღის საათებში. ღამე უფრო ისეთია, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ კაი რაღაც დაწერე და დილას დაგხვდეს სრული აფსურდი.

_ ამბობენ, დიდი პოეზია დიდ მკითხველთან ერთად იქმნებაო, როგორი მკითხველები ვართ ქართველები?
_ საერთოდ, მკითხველები არ ვართ. თუ მკითხველი შეგვხვდა კარგია. ის ძალიან კრიტიკული, და უკომპრომისოა. რთულია კარგი მკითხველის მოტყუება. ბევრი საერთოდ არ კითხულობს და ბევრმა საერთოდ წერ-კითხვა არ იცის.

_ კრიტიკა როგორ მოქმედებს თქვენზე?
_ ბუნებრივია, გწყინს როცა გაკრიტიკებენ. მერე როცა დრო გადის, თუკი იდეოლოგიური სახის არ არის ეს კრიტიკა, ცხადია ითვალისწინებ. მაგარი კრიტიკოსის ნათქვამი წინ დაგხვდება.

_ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა და შინაარსი ავტორის ასარჩევია, დანარჩენი მკითხველმა უნდა განსაჯოს. ‘’პირევლი რუსი”-ის ირგვლივ აგორებილი სკანდალი, მოთხრობის არასწორად გაგების ბრალია. მას მერე თუ ფრთხილობთ მსგავს საკითხებზე წერისას?
_ არ ვფრთხილობ. პირიქით, გავბრაზდი. მინდოდა, ის რაც დამაბრალეს და რეალურად არ ეწერა დამეწერა. რომ გავბრაზებულიყავი და ჩემში ეს თვითცენზურის ელემენტები ჩამეკლა. იდეოლოგიური კრიტიკა დამღუპველია. მეტნაკლებად საინტერესო ტექსტი, ყოველთვისაა პროვოკაციული. პროვოკაციულია ‘’ჯაყოს ხიზნები’’, ‘’კაცია-ადამიანი’’. შეუძლებელია ეს ასე არ იყოს.

_ თბილისი არის ქალაქი, სადაც აჩრდილები დალივლივებენ და გიმტკიცებენ, რომ შენც აჩრდილი ხარ...” ამბობს აკა მორჩილაძე. როგორია ლაშა ბუღაძის თბილისი?
_ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტობის ნაწილია თბილისი. ჩვენ რაღაცნაირად ამ სივრცეში ვართ ჩაკეტილები და ხშირად როცა ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ იმის გათავლისწინებით თუ რა ხდება თბილისში. ქართული ლიტერატურა ჩაკეტილია თბილისურ ლიტერატურულ გეოოგრაფიაში და ალბათ ყველაზე დიდი გაღწევა იქნება როცა ჩვენ გავარღვევთ ამ ბინებს, ამ კედლებს, ამ ქუჩებს და აი ამ უფრო დიდ სივრცეში გავა ქართული ლიტერატურა.

ლელა ზაქარეიშვილი

სურათის წყარო : burusi.wordpress.com

Tuesday, April 20, 2010

ქართული ფოტოს ისტორია














მსოფლიო ისტორიაში, პირველი ფოტო 1826 წლით თარიღდება. თავდაპირველად, ფოტოგრაფიის მიზანი, მხოლოდ პორტრეტული გამოსახულების მიღება იყო. ფოტოგრაფია, ადამიანებს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევდა , რადგანაც ამ გზით, პორტრეტის მიღება, ბევრად უფრო ნაკლებ დროს მოითხოვდა, ვიდრე მხატვრის მიერ მისი დახატვა

1846 წელს, ფოტოგრაფია ჩვენს ქვეყანაშიც შემოდის და საკმაოდ კარგადაც ვითარდება.


საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას.


ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში.

ალექსანდრე როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.
ალექსანდრე როინიშვილი - პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ალექსანდრე როინიშვილმა შთამომავლობას დაუტოვა მდიდარი ფოტოკოლექცია სადაც აღწერა იმდროინდელი საქართველოს და კავკასიის ხალხების ყოფა, კულტურა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტო პორტრეტები.
ალექსანდრე როინიშვილს 1889-1898 წლებისთვის თბილისში უკვე სამი ფოტოსტუდია ქონდა, თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალთან და ქართულ გამომცემლობებთან: :ბუნების კარი” და ”ქართველთან ტომი”. ალექსანდრე როინიშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 11 მაისს.
ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება თავისივე ანდერძის მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. მალევე, მისი ფოტოსალონიც დაიხურა და ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა, სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა. დაკრაძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ალექსანდრე როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.

80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა.

XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

ერთი ფოტოს ისტორია

ამ ისტორიას ლებედევის ბლოგზე წავაწყდი. პირველი სურათი 1985 წელს, პაკისტანში განლაგებულ ავღანელთა ბანაკში გადაიღო ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სტივ მაკკერიმ. გოგონა დაახლოებით 13 წლის იყო და ეს მისი პირველი და ერთადერთი ფოტო იყო მანამ, სანამ ფოტოგრაფმა 2002 წელს მისი მოძებნა არ გადაწყვიტა. პოპულარული ფოტო ჟურნალ National Geographic-ის ყდიდან “ავღანელი გოგონას” სახელით იყო ცნობილი, მისი ვინაობა კი არავინ იცოდა. და აი, 17 წლის შემდეგ იგი თავიდან აღმოაჩინა მაკკერიმ. შარბათ გულა — ასე ექრვა გოგონას პაშტუნის ტომიდან, რომელიც გამოირჩევა ომის “სიყვარულით” ავღანურ ტომებს შორის. ფოტოებს შორის 17 წელიწადია, ავღანელი ქალის ცხოვრების 17 წელიწადი, რომელსაც არცერთი ბედნიერი დღე არ ახსოვს, საკუთარი ქორწილის დღის გარდა.

P.S. ძალიან დიდხანს ვუყურებდი ამ ფოტოებს… იმდენი ემოცია აღმიძრა, თავს ვერ ვუყრი.

gula14

gula23


ფოტო-რეპორტაჟი





google.ge

Wednesday, April 14, 2010

გინესის რეკორდები

წარმოგიდგენთ რამდენიმე გინესის რეკორდს



სურათზე არის ბრიტანელი ტომას ბრეკტორნი რომელმაც 38 კილოიანი დრელე ჩაიდო პირში.(დრელე ჩართული იყო და ტომას ბრეკტორნმა იგი 3 წამის მანძილზე გაიჩერა).



იტალიაში პოლიციამ დააკავა მძარცველი რომელმაც საათნახევარში გაძარცვა 5 ბანკი. ანუ დაახლოებით ერთი ბანკის გაძარცვას ანდომებდა 20 წუთს. ამ 5 ძარცვიდან მან 2000 ევროზე მეტი იშოვა. თუმცა ვიდეო კამერების საშუალებით იგი მეორე დღესვე დააკავეს.



კეიტი ჯანგის წელის გარშემოწერილობა 53,3 სმ შეადგენს და იგი 71 წლისაა.



24 წლის რუთ რეინოლდსმა 30 წამში აკოცა 42 ბიჭს და ამით წინა რეკორდი (36 ბიჭი) გააუმჯობესა.



13 ივლისს ბირმინგემში შეიკრიბა 582 დრამერი რომლებიც 5 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ერთ რითმში.

www.ucnauri.com

Tuesday, April 13, 2010

გია დვალის კვლევები

გიორგი (გია) დვალი არის ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. დაიბადა 1963 წელს თბილისში.გიორგი დვალმა1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში.2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტისპროფესურა.

დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.

ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის ჩEღN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. პერიოდულად გია დვალი სამშობლოში ჩამოდის და თავის ცოდნას ქართველ კოლეგებს და სტუდენტებს უზიარებს.
ფიზიკოსის სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. ჰუმბოლდტის ფონდი არის გერმანიის სახელმწიფო ფონდი, რომელიც აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს. ფონდი ასევე გასცემს სხვადასხვა ჯილდოებს და პრემიებს საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერთათვის. გამოჩენილ მეცნიერებს გადაეცემათ ჰუმბოლდტის პრემია და ჰუმბოლდტის პროფესურა, რომელიც გასულ წელს ქართველმა მეცნიერმა გია დვალმა მიიღო.
ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ.
„ჩვენ ვართ ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვცდილობთ ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხები, რომელთაც დღეს გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მეცნიერებისათვის. მაგალითად, როგორი იყო სამყაროს პირველსაწყისი, რისგან შევდგებით ჩვენ და რისგან შედგება სამყარო, რა არის მისი მომავალი, როგორია მატერიის სტრუქტურა, საერთოდ რა ძალები არსებობენ სამყაროში და რამდენ განზომილებიანია ის“, - აღნიშნა გია დვალმა სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის დაწყებამდე.
თანამედროვე მიღწევები კოსმოლოგიაში, გრავიტაციასა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ფუნდამეტური საფუძვლების თეორიული გააზრება – ყოველივე ეს პროფესორმა გია დვალმა ორსაათიან ლექციაზე მიმოიხილა.
„გვაქვს ფაქტები, იქმნება თეორია, შემდეგ ყალიბდება წინასწარმეტყველება და ექსპერიმენტების საშუალებით ვცდილობთ შემოწმებას“, - ამბობს გია დვალი, რომელიც ამჟამად კოსმოლოგიური დაკვირვებებით და ახალი თაობის ექსპერიმენტებით ცდილობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის და კოსმოლოგიის გარკვეული კონცეფციებისა და იდეების გადამოწმებას.
„მსგავსი ლექციები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მათთვის, ვისაც მეცნიერება აინტერესებს, ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებულნი უახლესი კვლევების შესახებ და პირველი პირიდან მოისმინონ თუ რაზე მუშაობს დღეს თანამედროვე მეცნიერება“, - აღნიშნა ფიზიკოსმა გია დვალმა.
გამოყენებული წყაროები : ვიკიპედია; www.tsu.edu.ge

ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი

ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (გერმ. Kunsthistorisches Museum) ვენაში, ავსტრია, რინგშტრასეზე მდებარეობს და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში.

მუზეუმი გახსნა 1891 წელს ბუნების ისტორიის მუზეუმთან (Naturhistorisches Museum) ერთად ავსტრო-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ორივე მუზეუმს იდენტური ფასადი აქვს და ერთმანეთს უყურებს მარია-ტერეზიენ-პლაცზე. ორივე შენობა აიგო 1872-91 წლებში გოტფრიდ სემპერისა და კარლ ფრაიჰერ ფონ ჰაზენაუერის პროექტით.

რინგშტრასეზე მდებარე ორივე მუზეუმი იმპერატორის ხაზინიდან დაფინანსდა ჰაბსბურგის ვრცელი კოლექციის საზოგადოებისთვის გამოფენის მიზნით. შენობების ფასადები ქვიშანარევი ქვით არის მოპირკეთებული. შენობები მართკუთხა ფორმისაა და თავზე 60 მეტრი სიმაღლის ოქტაგონალური გუმბათი ადგას. შენობების ინტერიერი მოპირკეთებულია მარმარილოთი, შტუკოს ორნამენტებით, ოქროთი მოვარაყებული და მოხატული, რაც შენობებს თავად ხელოვნების მინუშად ხდის.

მუზეუმის კოლექცია

ნახატთა გალერეის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია:

  • იან ვან ეიკი: "კარდინალი ნიკოლო ალბერგატი", 1438.
  • ალბრეხტ დიურერი: "სამების გაბრწყინება", 1511.
  • ჯუზეპე არკიმბოლდო: "ზაფხული", 1563.
  • მიქელანჯელო მერისი და კარავაჯიო: "როზენკრანცის მადონა", 1606.
    • "ეკლის გვირგვინით შემოსვა".
    • "დავით გოლიათის თავით".
  • პეტრე პავლე რუბენსი: "ილდეფონსოს საკურთხეველი", 1630.
  • რაფაელი: "მადონა მწვანეში", 1506.
  • იოჰანეს ვერმეერი: "ხელოვანი საკუთარ სტუდიაში", 1665.
  • პიტერ ბრიუგელ უფროსი: "ბაბილონის გოდოლი", 1563.

მუზეუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სკულპტურა, ბენვენუტო ჩელინის "სალიერა" 2003 წლის 11 მაისს მოპარულ იქნა. ქანდაკება 2006 წლის 21 იანვარს ახლომდებარე ქალაქ ზვეტლთან ტყეში ყუთში დამარხული იპოვეს. ეს ავსტრიის ისტორიაში უდიდესი ხელოვნების ნიმუშის მოპარვა იყო.

ინფორმაცია აღებულია ვიკიპედიიდან